„ქობულეთის გამწვანების“ ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა. N3 საბავშვო ბაღის ეზოში 40 ძირი ლუგუსტრუმის მარადმწვანე მცენარე დაირგო.
აქციაში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ირაკლი ცეცხლაძე, საბავშვო ბაღის პედაგოგები და აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
გამწვანების სამსახურის ორგნიზებით გამწვანების აქციები N5 და N1 საბავშვო ბაღებშიც იგეგმება.
აქციის მიზანია, გამწვანების პროცესის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.