ქობულეთის მუნიციპალიტეტი და უკრაინის ქალაქი როვნო დამეგობრდნენ. ამის შესახებ guardian,ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ და როვნოს მერმა, ვლადიმერ ხომკომ დღეს მოაწერეს ხელი.
ადგილობრივი თვითმმართველობების ერთეულების დამეგობრება მიზნად ისახავს კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის სფეროებში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
ცერემონიაზე პირველი პირები სიტყვით გამოვიდნენ, მათ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს.
„დაინტერესებული ვართ ორი რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს შორის წარმატებული ურთიერთობები დავაყაროთ. შევეცდებით გავაღრმავოთ კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა, რაც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია“ - განაცხადა სულხან ევგენიძემ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ქ. როვნოში სამ დღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, დელეგატები ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.