თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 11 კვირაში უნდა დასრულდეს. დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი აეროპორტში მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გასაცნობად მიმდინარე წლის 5 აპრილსაც იმყოფებოდა, რა დროსაც განაცხადა, რომ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროცესს პირადად გააკონტროლებდა და ყოველკვირეულად ჩაიბარებდა ანგარიშს კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიებისგან სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც აღიჭურვება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 11 კვირაში უნდა დასრულდეს.
გასული კვირის შესრულებული სამუშაოები:
სამიმოსვლო ბილიკის 200 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაგებულია 22 მეტრის სიგანის, ასფალტის პირველი ანუ შემასწორებელი ფენა;
სამიმოსვლო ბილიკის „ჩარლის“ დანარჩენ მონაკვეთზე მიმდინარეობს არსებული საფარის მოფრეზვის და მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის შემდგომაც მოხდება დანარჩენ მონაკვეთზე ასფალტის გადაგება.
ასაფრენ/დასაფრენი ზოლის 13R კურსით დაგებულია 560 მეტრი სიგრძის და 60 მეტრის სიგანის პირველი ანუ შემასწორებელი ფენა.
ასაფრენ/დასაფრენი ზოლის ორივე მხარეზე (13R კურსით) მოეწყო საჰაერო ხომალდების მოსაბრუნებელი ადგილები.
აღნიშნულ პროცესს ზედამხედველობას უწევს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკური კონსულტანტი, რაც, ვიცე-პრემიერის განცხადებით, არის რეალური გარანტია იმისა, რომ სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება მაღალი ხარისხით და IATA-ს სტანდარტებით. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, კომპანიები „ტავი“ და „ბლექსი ჯგუფი“ იღებენ ვალდებულებას, რომ დაგეგმილი სამუშაოები დროულად და სათანადო ხარისხით შესრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.