გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი საქართველოს მიმდინარე კვირის ბოლოს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაერო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი 23-24 აპრილს შედგება, რის ფარგლებშიც ბან კი მუნი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
გენერალური მდივანი ასევე მონაწილეობას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში.
აღსანიშნავია, რომ 1994 წლის შემდეგ ეს იქნება გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
გაერო-ს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი თბილისს საქართველოს პრემიერ მინისტრის მოწვევით ესტუმრება, რის შემდეგაც ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.