სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, შპს ,,დავის“ დამფუძნებელი და დირექტორი დააკავეს
20-04-2016, 01:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, შპს ,,დავის“ დამფუძნებელი და დირექტორი, დავით ჯორბენაძე დააკავა.


საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, შპს „დავის“ სახელით 2015 წლის ივნისში განახორციელა 45 ერთეული სასაქონლო საბაჟო ოპერაცია, რომლებზეც კანონის საფუძველზე გაანგარიშდა იმპორტის გადასახდელები - 306 201 ლარი. ნაცვლად იმისა, რომ დავით ჯორბენაძეს გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული თანხა, დაამზადა 249 214 ლარის გადახდის დამადასტურებელი ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, საბაჟო პროცედურების გავლისას აღნიშნული ყალბი დოკუმენტებით მოატყუა შემოსავლების სამსახური, თითქოს მან გადასახადები მიმართა სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, რითაც ბიუჯეტს მიადგა 249 214 ლარის ქონებრივი ზიანი.


როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი