ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს.
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა მოქმედმა ლექტორმა, ვლადიმერ პაპავამ.
"მთავარია, საარჩევნო პროცედურა დასრულდეს მშვიდ გარემოში და ობიექტურად შეჯამდეს შედეგები"- განუცხადა ჟურნალისტებს პაპავამ.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კენჭისყრის პროცედურა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება და ის თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში იმართება. არჩევნებს 16 ინდივიდუალური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.
როგორც ჟურნალისტებს საარჩევნო კომისიის მდივანმა დემეტრე ეგნატაშვილმა განუცხადა, შედეგები დღესვე, კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. მისივე თქმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე მუშაობას დაიწყებს შედეგების გამოცხადებისთანავე და ჩაანაცვლებს ამჟამინდელ მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ პაპავას.
არჩევნებში სულ 1 311 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ-ს პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ -ს პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.