გიგი უგულავას მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენა
02-07-2014, 06:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენა.

 

 

მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობით გუშინ მიმართა და 50 000 ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, უწყება აღკვეთის დამატებითი ღონისძიების სახით პირადობის მოწმობისა და პასპორტის საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარების ვალდებულებას ითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავა ქვეყნიდან მიმალვას აპირებდა.

 


გიგი უგულავა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში "სიტი პარკთან" დაკავშირებით რამდენიმე დღის წინათ მიეცა. საუბარია, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის - 1 086 718 ლარის გაფლანგვაზე.

 

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოს გაიმართება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი