სარეკლამო დროსთან და საარჩევნო კომისიაში ანაზღაურებადი წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი მზად არის, ოპოზიციის შეთავაზება გაითვალისწინოს.
სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის მხრიდან დაისვა წინადადება იმის თაობაზე, რომ სარეკლამო დრო მიეცეს სუბიექტების ერთობლიობას, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნებზე ჯამურად 2 %-იანი ბარიერი გადალახეს - თუკი არჩევნებამდე დადგენილ ვადებში საარჩევნო ბლოკს შექმნიან.
რაც შეეხება საარჩევნო კომისიაში ანაზღაურებადი წარმომადგენლის დანიშვნას, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დაისვა შეთავაზება, რომ ეს უფლება მიეცეთ სუბიექტებს, რომელთაც ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე ცალკე ან ჯამურად 1 %-იანი ბარიერი გადალახეს და ასევე მათ, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს უკანასკნელ საერთო არჩევნებში და ჰყავს წარმომადგენელი რომელიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
უმრავლესობა ასევე თანახმაა, გაითვალისწინოს ოპოზიციის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში 2%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პარტია კვლიფიციურად ჩაითვლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.