ქობულეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. დღეს ყაზახეთის ქალაქ ალმაატაში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „KITF 2016” გაიხსნა, რომელშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტი წელს პირველად მონაწილეობს.
მუნიციპალიტეტის სტენდი ყაზახეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ დაათვალიერა. ქობულეთის მუნიციპალიტეტი გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობს, სადაც სარეკლამო ბროშურებთან, საიმიჯო ვიდეო კლიპთან, დაცული ტერიტორიების კალენდართან და ქობულეთის სხვა სარეკლამო მასალებთან ერთად სპეციალურად გამოფენისთვის დამზადებული სუვენირები არის წარმოდგენილი. საერთაშორისო ღონისძიებაში ქობულეთის გამგეობა ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მონაწილეობს. გამოფენა სამდღიანია და 22 აპრილს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.