სამართალდამცველებმა კოჯორში, მიწაში ჩაფლული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. სახლის ეზოში, სადაც ცხედარი იყო დამარხული, პოლიცია თავად დამნაშავემ მიიყვანა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაახლოებით 27 წლამდე მამაკაცის ცხედარი ჯერ კასრში იყო მოთავსებული, კვალის გაქრობის მიზნით კი მჟავა ჰქონდა დასხმული.
ადგილობრივები ამ შემთხვევას, 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობას უკავშირებენ, რის შედეგადაც დედა-შვილი გაუჩინარდა. დედა თბილისის ზღვაზე იპოვეს ყელგამოჭრილი, შვილის კვალს კი სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.