ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ინტერპარტიული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხუთი მოთხოვნიდან ოთხი დაკმაყოფილებულია.
„გვახსოვს, თუ რა დამოკიდებულება იყო პარტიების მიმართ წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები. ამ პარტიების მხრიდან ხუთპუნქტიანი გეგმა იყო წარმოდგენილი და შეიძლება ითქვას, რომ ოთხი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, რასაც ეს ხელისუფლება უკვე მეოთხე წელია წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.