„გამიჭირდება საუბარი იმაზე, რომ ხვალ შეგვიძლია დავიწყოთ "ხუდონჰესის" მშენებლობა" - აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გააკეთა.
"როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრომ კომპანია „ტრანსელექტრიკთან" ერთად, შეიმუშავა სატარიფო პოლიტიკა და სრულიად ახალი მიდგომა.
„პირველი, ჩვენ შევიმუშავეთ სატარიფო პოლიტიკა, ჯერ არ არის ეს დასრულებული, თუმცა გვაქვს ახალი მიდგომა, ახალი შემოთავაზებები ინვესტორებისთვის, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება და ამის შემდეგ გადავალათ დეტალურ მოლაპარაკებებზე ყველა კონკრეტულ კომპანიასთან, ვისაც აქვს სურვილი ახალი პროექტების განხორციელების“, - განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.