გოგი თოფაძე - „პატრიოტთა ალიანსს“ დიდ პატივს ვცემთ
20-04-2016, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“მრეწველების“ ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებენ მონაწილეობის მიღებას. მისივე თქმით, „მრეწველებს“ ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ. „მრეწველების“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მათ პარტიას ბარიერის გადალახვა მაშინაც არ უჭირდა, როდესაც 7-პროცენტიანი ბარიერი იყო.

 

დღესვე, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ „მრეწველები“ არავისთან, მათ შორის არც „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანებას ამ ეტაპზე არ გამორიცხავენ.

 

„დღესდღეობით ვცდილობთ არჩევნებზე მარტო გავიდეთ, თუმცა ალიანსს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ძალიან ობიექტური ტელევიზია შექმნეს განსხვავებით სხვა ტელეარხებისგან. პროქართული პოზიცია უჭირავთ. პატივს ვცემთ თარხან-მოურავსაც, ქალბატონ ირმასაც, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვფიქრობთ, ჩვენ გვაქვს ბევრთან იმდენი უპირატესობა, რომ ყველა საარჩევნო უბანში ჩვენი წარმომადგენელი გვყავს. ყველა უბანზე გვყავს დამკვირვებლები - საკმაოდ გამოცდილი ხალხი გვყავს და გვაქვს იმედი, რომ არჩევნებს არავინ გააყალბებს. ვნახოთ პოლიტიკური სიტუაცია როგორ განვითარდება. არავისთან ალიანსს არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი