საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისში, საფიჩხია-კახიანაურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ჟურნალისტებთან საუბრისას ნიშნიანიძემ ასევე განაცხადა, რომ პარტიულ სიაში ის თავის თავს ნაკლებად მოიაზრებს, თუმცა "ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარულ არჩევნებში იბრძოლებს.
ნიშნიანიძე იხსენებს, რომ წინა არჩევნებში თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატად აპირებდა კენჭისყრას, თუმცა კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა ხელი შეუშალეს. ნიშნიანიძის თქმით, ამ მიმართულებით აქტიურობდნენ "რესპუბლიკელები", "ეროვნული ფორუმი" და "თავისუფალი დემოკრატები", რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, არჩევნებზე პარტიული სიით გასულიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.