კახა კალაძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ცდოს მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება
20-04-2016, 03:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ცდოს მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ იქ არის რაღაც გარკვეული დაჯგუფება არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ.

 

 

”არანაირი მიგრაციის პრობლემა არ არსებობს. იქ არის რაღაც გარკვეული დაჯგუფება არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებსაც აქვთ თავიანთი ინტერესები. მე ერთი რამ მიკვირს, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე დარგის ხელმძღვანელს, ჩინოვნიკს იმისთვის ათავისუფლებენ, რომ სამუშაოს სათანადოდ ვერ ასრულებს. საქართველოში არის აბსოლუტურად განსახვავებული რეალობა. ჩვენ ვაკეთებთ და ამაზე გვაკრიტიკებენ. ეს წარმოუდგენელია. ეს არის გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები. სოფელში არსებობს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და ჩვენ ვახორციელებთ ამ ხაზის გამოცვლას, ანუ ახლით ჩანაცვლებას.

 

 

ჩემი თხოვნა იქნება, რომ გადაამოწმოთ და სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ ეს მაღალი ძაბვის ხაზი გადადის სოფელზე, ჩვენ ახალი პროექტით 4 საყრდენი სოფლიდან მოშორებით გადაგვაქვს იმისთვის, რომ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ. რა არის ამაში პრობლემა ჩემამდე არ დადის. საუბარია, რომ სამომავლოდ სამინისტრო გეგმავს 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას და მოთხოვნა იყო, რომ სოფელზე არ გასულიყო. პირადად მე მივეცი პირობა, რომ ეს ხაზი სოფელზე არ გაივლიდა, რადგან არსებობს ალტერნატიული გზა, სადაც შეიძლება ამ პროექტის განხორციელება. შესაბამისად, 500 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობის გადაწყვეტილება როდესაც იქნება მიღებული, მე პირობას ვიძლევი, რომ ეს ხაზი სოფელზე არ გაივლის”, - განაცხადა კალაძემ.

 

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი ცდოში მოსახელეობა სოფლის შუაგულში 220-მეგავატიანი სიმძლავრის სადენების გაყვანას აპროტესტებს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი