შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, გიგი უგულავა გაფრთხილებული იყო, რომ ქვეყნის ტერიტორიიდან არ გასულიყო. მისი ინფორმაციით, უგულავა ფინანსურმა პოლიციამ გააფრთხილა, რომ კვლავ დაკითხვაზე იყო დაბარებული.
ამის შესახებ ჭიკაიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ჭიკაიძე უგულავას დაკავების პოლიტიკურ საფუძვლებს გამორიცხავს.
"ის ბრალდებულია მრავალ ფინანსურ მაქინაციაში, სახელმწიფო ფულის გაფლაგვაში. პროკურატურა ამ საქმეებით არის დაკავებული. გამოძიება ობიექტურად და სწორი მიმართულებით მიდის. მას პრობლემა აქვს ქვეყნის ბიუჯეტის ფულის გაფლაგვასთან და მაქინაციებთან დაკავშირებით, გაფრთხილებული იყო რომ ქვეყნის ტერიტორიიდან არ გასულიყო. ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გაფრთხილების მიუხედავად, მან გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება, რის გამოც მოხდა მისი დაკავება. გუშინ ფინანსურმა პოლიციამ გააფრთხილა, რომ კვლავ დაკითხვაზე იყო დაბარებული", - ასეთი განმარტება გააკეთა ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით. მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ვინც კანონს დაარღვევს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. დაკავების მიზეზად უკანონო შემოსავლების ლეგალიზება სახელდება. უგულავა ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.