2016 წლის მონაცემებით, 650 ათასი კერძო სადაზღვევო პოლისი გაიცა, ეს ადამიანები კერძო დაზღვევით სარგებლობენ, რომელსაც სახელმწიფო ფულს არ უხდის, - აღნიშნული განცხადება დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
„ისინი თავისი ჯიბიდან იხიდიან. ეს სავარაუდოდ ის ნაწილია, მაღალი და საშუალო შემოსავალი რომ აქვთ. ეს მოსახლეობის 17 პროცეტია. საჯარო დაწესებულებები საყოველთაო ჯანდაცვით არ სარგებლობენ და კერძო დაზღვევაში არიან ანუ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ფულს საკუთარი ხელფასიდან იხდიან. სამინისტროებში ერთადერთი გამოკალისი მე ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო კი, მთლიანად კორპორაცული დაზღვევით სარგებლობს. ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ სიმბოლურად, თეორიულად, საყოველთაო დაზღვევის ბენეფიციალი ვყოფილიყავი, თუმცა 3,5 წლის მანძილზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთრი ჯანმრთელობისთვის ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს. ამას სხვა გზებით ვაგვარებ და საბედნიეროდ, ჯანმრთელობის მოვლა არ დამჭირვებია“, - განაცხადა სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.