საგამოძიებო სამსახურის სტუ-ში შესვლა - მოშიმშილე პროფესორთა ახალი მოთხოვნა
20-04-2016, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორები ახალ მოთხოვნებს აყენებენ, დღეს მოშიმშილეებმა ტექნიკურ უნივერსიტეტში ფინანსური პოლიციის შესვლა და უნივერსიტეტში ფინანსური მდგომარეობის შემოწმების მიზნით აუდიტის სამსახურის შესვლა მოითხოვეს. როგორც ცნობილია, მოშიმშილე პროფესორები სასწავლებლის რექტორის გადადგომას მოითხოვენ.

 

ერთ-ერთმა მოშიმშილე პროფესორმა, ფირან კობიაშვილმა განაცხადა, რომ მოშიმშილე პროფესორები განათლების სამინისტროს მოუწოდებენ, მათთან შეთანხმებით შეიქმნას აკადემიური კომისია, რომელიც გამოიკვლევს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ სწავლების დონეს და ასევე, შეამოწმებს პროფესორების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების დისერტაციების ხარისხს.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები მეცხრე დღეა შიმშილობენ. ისინი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი