სახალხო დამცველი პროკურატურისგან უკანონო დაკავების ფაქტის გამოძიებას მოითხოვს
20-04-2016, 07:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს და უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მოქალაქე გ.ჭ. შსს კრიმინალური პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა გორში 2014 წლის 22 მაისს, 18:10 საათზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 22:30 საათზე გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. იზოლატორიდან იგი სასამართლოში წარსადგენად 23 მაისს, 12:27 საათზე გაიყვანეს. გ.ჭ. სხდომის დარბაზიდან მხოლოდ 23 მაისს, 14:35 საათზე, საქმის განხილვის დასრულების შემდეგ გათავისუფლდა.

 

”მოქალაქე გ.გ. 2015 წლის 2 ოქტომბერს, 20:50 საათზე თბილისში დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 3 ოქტომბერს 02:10 საათზე შეასახლეს თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც დილის 10:00 საათზე სასამართლოში გადაიყვანეს და მხოლოდ 16:07 საათზე გათავისუფლდა.

 

დაკავებისა და სასამართლო სხდომის ოქმების მიხედვით, გ.ჭ. ადმინისტრაციული წესით 20 საათის და 25 წუთის განმავლობაში იყო დაკავებული, გ.გ. 19 საათის და 17 წუთის განმავლობაში.

 

დროებითი მოთავსების იზოლატორების ადმინისტრაციებს, დაკავებულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ბადრაგირების განმახორციელებელ პოლიციელებს და სასამართლოში დაკავებულის წარმდგენ დეტექტივის თანაშემწე–გამომძიებლებს ორივე შემთხვევაში დაკავებულები უნდა გაეთავისუფლებინათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაკავების 12–საათიანი ვადის გასვლისთანავე.

 

საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელმა თანამშრომლებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნები”, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი