მიხეილ სააკაშვილი: ყველასთვის სავალალოდ, საქართველო გამოიყურება ცუდად და არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა
03-07-2014, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ პოლიტიკური პროცესის პროკურატურის და სასამართლოს მანიპულაციებით ჩანაცვლება, მისი თქმით, ყველგან მოკლევადიანია და ძალიან ცუდად მთავრდება.

 

 

როგორც მან უკრაინაში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, გიგი უგულავა კიშინიოვში ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესზე დასასწრებად არ გაუშვეს და დააკავეს.

 

 

"ამ შეკრებაზე გიგი უგულავა არ გამოუშვეს. ისევე, როგორც მურთაზ ზოდელავა უნდა ჩამოსულიყო აქ - ერთ-ერთი ყველაზე წესიერი სამოქალაქო მოსამსახურე, რომელიც ჩვენ გვყავდა. წინა დღეებში აზერბაიჯანში ნახეთ ის ინსინუაციები, რომელიც ჩვენს დეპუტატებს უკავშირდებოდა და ძალიან ბევრის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მათ შორის, ჩვენი მეგობრების და პარტნიორების" - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ყველასთვის სავალალოდ, საქართველო გამოიყურება ცუდად და არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, რადგან ასე, თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში დიდი ხანია უკვე არავინ მოქმედებს.

 

 

"ჩვენ საქართველოში შემდგომი გართულებები არ გვჭირდება, რადგან ისედაც ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება ჩვენი ქვეყანა. ეს ყველაფერი გაივლის და რა თქმა უნდა, ცუდად დაუმთავრდება იმათ, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ არ მინდა, რომ მათთვის ცუდად დამთავრებას ასევე, ქვეყნის ინტერესები გადაყვეს და ქვეყანას წაუვიდეს ცუდად საქმე" - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

 

 

მისივე თქმით, გიგი უგულავას არასდროს გასჩენია სადმე დარჩენის სურვილიც კი.

 

 

"ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდები, მაგრამ ძალიან მობილიზებულები, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ეს მანიპულატორები, ასეთი ქმედებების დამგეგმავი და მისი შემსრულებლები. საქართველო არის ბევრად კარგი ხალხის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცივილიზებულად პოლიტიკური ბრძოლის, საარჩევნო კამპანიების წარმოებაც, ერთმანეთთან ურთიერთობაც და ქვეყნის მომავალს საკუთარ ინტერესებს არ გადააყოლებს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ადამიანები შეიძლება იცვლებოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქართველოს აღმშენებლობის იდეას ვერანაირი მანიპულაციები ვერ შეაჩერებს, ამაში კი, ყველა ძალიან მალე დარწმუნდება.

 

 

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის უკრაინაში, უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასთან ერთად მიემგზავრებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი