„ხონის მუნიციპალიტეტში 2016 წელს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 მლნ 134 000 ლარამდე დაიხარჯება“ - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ გააკეთა.
გამგებლის ცნობით, მიმდინარე წლის პროექტებს რეგიონული განვითარების ფონდთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტიც აფინანსებს.
„წელს ძალიან ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს განსახორციელებელი. ეს პროექტებია: ქალაქ ხონში ირაკლი აბაშიძის სახელობის ქუჩის, ასევე ბარათაშვილის, რეზო თაბუკაშვილისა და მოსე ხონელის სახელობის ქუჩების მოასფალტება და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.
დაგეგმილია ასევე იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ქუჩის მოასფალტება, ეს არის ქალაქის ცენტრიდან სოფელ კონტუათამდე მონაკვეთი. განხორციელდება აგრეთვე სოფელ პატარა კუხში პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ვაპირებთ სოფელ გუბში საბავშვო ბაღის მშენებლობას.
ვგეგმავთ ქალაქ ხონში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დასრულებას, ასევე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ასფალტ-ბეტონის საფარით კეთილმოწყობას.
კიდევ ერთი რაც წელს აუცილებლად გაკეთდება არის ე.წ სამხედრო ქალაქის პროექტი. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის კომპაქტურ დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია მოხდება.
აღნიშნულ პროექტებზე რეგიონული განვითარების ფონდმა 2 მლნ 34 000 ლარი გამოგვიყო, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება კი 100 000 ლარს შეადგენს, რაც ჯამში 2 მილიონ 134 000 ლარია“ - აღნიშნა ჯემალ მებუკემ guardian.ge-სთან საუბრისას და დაამატა, რომ ყველა შესასრულებელ სამუშაოზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები უკვე გამოვლენილი არიან და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია.
გამგებლის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, სავარაუდოდ, სექტემბერში მოხდება.
ჯემალ მებუკეს განცხადებით, პარალელურად მუნიციპალიტეტის 40 სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება იწყება. აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად, ჯამში 500 000 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.