შალვა საბაური არჩევნებში გამოკვეთილ ლიდერად დარეჯან თვალთვაძეს მიიჩნევს
20-04-2016, 07:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ დარეჯან თვალთვაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში გამოკვეთილი კანდიდატია.

 

„მშვიდობიანად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და ასეც უნდა ყოფილიყო. პრევენციული ზომები მიღებულია, ძალიან ბევრი ადამიანია მობილიზებული იმისთვის, რომ მშვიდობიანად ჩაიაროს არჩევნებმა. მე ვენდობი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, რომელთაც სამეცნიერო ხარისხი აქვთ მინიჭებული თსუ-ში. თვითმმართველობას საკუთარი კანდიდატურა არ ჰყოლია. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ დარეჯან თვალთვაძე ძალიან გამოკვეთილი ლიდერია ამ არჩევნებში“, - განაცხადა საბაურმა.

 

კენჭისყრის პროცედურა 18:00 საათამდე გაგრძელდება და ის თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში იმართება. არჩევნებს 16 ინდივიდუალური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.

 

საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ-ს პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ -ს პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი