ოსური მხარე სააღდგომოდ ქართულ მხარეს საფლავების მონახულების უფლებას არ აძლევს
20-04-2016, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინციდენტების პრევენციის ფორმატში გამართული ერგნეთის ხუთსაათიანი მოლაპარაკება ქართული მხარისთვის წარუმატებლად დასრულდა.

 

შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია საოკუპაციო ხაზთან დაკავებულების გათავისუფლების პარალელურად, ახალგორის რაიონში ორი წლის წინ მოკლული დავით ბაშარულის ცხედრის ექსპერეტიზის დასკვნასაც ითხოვდა. ასევე, ქართულმა მხარემ მოლაპარაკებაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად დააყენა აღდგომის დღეებში საფლავებზე გასვლის უფლების მიცემა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ახლობლების საფლავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

თუმცა, ოსური ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით სანაკოევის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დე ფაქტო ხელისუფლება არანაირ ცვლილებას არ გეგმავს და შესაბამისად, მხოლოდ დღემდე მოქმედი რეგულაცია იქნება ძალაში, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღდგომის დღესასწაულზე ახალგორისა და ქარძმანის საგუშაგოების გავლით მხოლოდ ის მოქალაქეები შეძლებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას, ვინც შესაბამისი ე.წ. საშვების გამოყენებით დღემდე გადაადგილდება აღნიშნულ რაიონებში.

 

რაც შეეხება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, სანაკოევის თქმით, მათი გათავისუფლების საკითხი შესაბამისი პროცედურების საფუძველზე სასამართლოს დასრულების შემდეგ გაირკვევა.

 

ერთადერთი საკითხი, რაზეც ინციდენტების პრევენციის ფორმატში მხარეები თანამშრომლობას ახერხებენ, საირიგაციო სისტემების ამოქმედებაა. სარწყავი სისტემებით, როგორც ქართული, ასევე ოსური სოფლების მოსახლეობა სარგებლობს. სარწყავი სისტემების ინფრასტრუქტურის ერთობლივ მოწესრიგებაზე ერგნეთის შეხვედრაზე შეთანხმება დაახლოებით ორი თვის წინ შედგა.

 

ინციდენტების პრევენციის ფორმატში ერგნეთის მორიგი 66-ე შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი