ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
20-04-2016, 08:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.


როგორც guardian.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის გადახურვა, სველი წერტილებისა და სამზარეულოს მოწყობა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დაყენება, კედლებისა და ჭერის შელესვა, შეღებვა, ელექტროგაყვანილობის სისტემის გამოცვლა, ეზოს შემოღობვა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, ლამინირებული იატაკის, მეტლახის, გრანიტის დაგება და სხვა.


სამუშაოებს, რომელსაც შპს „მშენებელი +“ ასრულებს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება შეადგენს 488.888 ლარს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელშიც 25 ადგილობრივია დასაქმებული, ნოემბერში დასრულდება.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი