ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მაისში საქართველოს ეწვევა, - ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმას მოეწერება ხელი.
სამოქმედო გეგმისა და თანამშრომლობის საკითხების შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველო გამორჩეული სახელმწიფოა იმ მხრივ, რომ სწორედ ქართული მხარის ინიციატივით შემუშავდა ამბიციური სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას მოემსახურება.
გიორგი კვირიკაშვილმა ტორბიორნ იაგლანდს საქართველო-ევროსაბჭოს თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მთავრობის ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგი გააცნო. მხარეებმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ევროსაბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.