გიორგი კვირიკაშვილი: არ შეიძლება არ დაინახო ის პროგრესი, რაც საქართველოშია
20-04-2016, 09:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ ვართ თვითკმაყოფილი იმ შედეგით, რაც მიღწეულია, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება არ დაინახო ის პროგრესი, რაც საქართველოშია, - განაცხადა სტრასბურგში ოფიციალურ ვიზიტად მყ6ოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

 


”ჩვენთვის არ არის უცხო საუბარი ოპოზიციასთან. უკვე რამდენიმე თვეა, მე არაერთი შეხვედრა მქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, გავცემ ყველა კითხვას პასუხს"- განაცხადა კვირიკაშვილმა.

 


პრემიერმა ხაზი გაუსვა ახალ რეიტინგს ”ჟურნალისტები საზღვრის გარეშე”, რომლის თანახმადაც, საქართველომ 2012 წლის შემდეგ 36 საფეხურით გააუმჯობესა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგი და ამ თვალსაზრისით არა ერთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს.

 


”მაგრამ, ეს არ არის ის, რითიც ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ, სწორედ ამიტომ ვიხილავთ გენერალურ მდივანთან ერთად საქართველოს 16-20 წლების სამოქმედო გეგმას, რათა საქართველო ვაქციოთ ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად, ევროპული ინსტიტუციებით, სადაც იქნება უმაღლესი ხარისხი ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების. ხვალ ჩვენ საუბარი გვექნება სწორედ ამ რეფორმებზე, რომლებიც უკვე გავატარეთ და რომლებსაც მომავალში ვგეგმავთ, რათა ნამდვილად განვამტკიციოთ ის განცდა ჩვენ ევროპელ პარტნიორებში, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა და საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, უმაღლესი პრიორიტეტია ამ რეფორმების გატარება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი