საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შაბათს, 12 ივლისს ჩატარდება.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიის სხდომაზე დადგა ალტერნატიული წინადადება, რომ არჩევნები დანიშნულიყო 16 ივლისს.
სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ განმარტეს, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო დრო არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატებისათვის საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის. თუმცა, ამ წინადადებას ცესკო-ს სხვა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით არჩევნები 12 ივლისს დაინიშნა.
2014 წლის 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერის, გამგებლის არჩევნების მეორე ტური 13 მუნიციპალიტეტში და 8 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდება. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შვიდმა წევრმა. კერძოდ, საარჩევნო კომისიაში შემავალი "ქართული ოცნების" პარტიის წარმომადგენელმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა. სულ შვიდმა წევრმა ხუთის წინააღმდეგ, კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ კი თავი შეიკავა.
თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაფორმდა ასევე პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც 50.82%, ხმების უმეტესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა. შემდეგ მოდის "ნაციონალური მოძრაობა" – 22.48%, "ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციამ" მიიღო 10.22%, შემდეგ მოდის სხვა პარტიები.
ეს სხდომა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოს პირველი სხდომების მოწვევის შესახებ განკარგულებას უყარა კენჭი. ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს პირველი სხდომები გაიმართება 14 ივლისს და 2 აგვისტოს.
ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დაასახელა 4 ქალაქი და 4 მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულოს პირველი სხდომები ჩატარდება 2 აგვისტოს. კერძოდ, ეს არის ქ. თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი, ქ. მცხეთის საკრებულო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ გორის საკრებულო და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ქალაქ ოზურგეთის საკრებულო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ დანარჩენ ქალაქებში, მათ შორის თბილისში საკრებულოს პირველი სხდომა 14 ივლისს ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.