მასობრივმა მკვლელმა, ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო
20-04-2016, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნორვეგიელმა მასობრივმა მკვლელმა ანდერს ბრეივიკმა ადამიანის უფლებების საქმეში ნორვეგიის სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ნაწილობრივ მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.


სასამართლომ მხარი დაუჭირა ბრეივიკის მტკიცებას, რომ მის მიმართ "არაადამიანურ მოპყრობას" ჰქონდა ადგილი. უფლების დაცვა "წარმოადგენს ფუნდამენტურ ღირებულებას დემოკრატიულ საზოგადოებაში" და ის "ტერორისტებსა და მკვლელებზეც" ვრცელდება, განაცხადა მოსამართლემ, ჰელენ ანდენას სეკულიკმა.


ანდერს ბრეივიკი მთავრობას მისი იზოლაციაში ყოფნის გამო, ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა. მან საპატიმროში მისი მდგომარეობა "წამებას" შეადარა.


37 წლის ბრეივიკი ნორვეგიის მთავრობას ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ორი პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებდა.


ერთ-ერთი მუხლი "კერძო და ოჯახური ცხოვრების" უფლების დაცვის უზრუნველყოფის გარანტიას იძლევა, მეორე კი კრძალავს "არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას".


ბრეივიკმა 2011 წელს კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკში 77 ადამიანი მოკლა, მას შემდეგ რაც ოსლოში აფეთქებები მოაწყო. 2012 წელს იგი გაასამართლეს და 21 წლით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი