დავით სერგეენკოს განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, რომ იდეალურ შემთხვევაში, პაციენტმა სამედიცინო საჭიროებებისთვის თავდაპირველად პირველადი ჯანდაცვის რგოლს (ოჯახის ექიმი, პედიატრი, თერაპევტი) უნდა მიმართოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაავადების პრევენცია ვერ ხერხდება - ჰოსპიტალურ მკურნალობას.
“ჩვენს შემთხვევაში, ეს პირუკუა და შეიძლება, 80 %-ზე მეტადაც პაციენტები უკვე გართულებული დაავადებით მიდიან ექიმთან. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რასაც ჰქვია პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება, რა მიმართულებებითაც პირველი ნაბიჯების გადადგმა, სამწუხაროდ, დაგვიგვიანდა და დავიწყეთ შარშან ზაფხულში, თუმცა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“,- განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ პრობლემაა დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, მედიკამენტების მაღალი ფასი და მკურნალობის ხარისხი. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ პრობლემების გადაჭრას ემსახურება პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და სამედიცინო მოვლის ხარისხის კონტროლის ელემენტების დანერგვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.