ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე აირჩიეს.
საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ვასილ გონაშვილის ინფორმაციით 1311 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 967 ამომრჩეველმა.
ამომრჩეველთა 54,3%-მა (526 ხმა) მხარი დაუჭირა დარეჯან თვალთვაძეს,
ლევან გორდეზიანმა მიიღო ხმათა 24,4% (237 ხმა), ცირა ბარამიძემ 11% (107 ხმა), გიორგი ანდრიაძემ 4%(39 ხმა). 59 ბიულეტენი საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.