მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატ ვერაკრუზში ნავთობის ქარხანაში მომხდარი დიდი აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა და 136-ზე მეტი დაშავდა. 88 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტების ნაწილი სისხლის დაკარგვის გამო იმყოფებიან მძიმე მდგომარებაში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
აფეთქება საპორტო ქალაქ კოატზაკოალკოში მექსიკის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ სანავთობო კომპანია „პემექსის“ ქარხანაში მოხდა და როგორც BBC წერს, ბოლო პერიოდში აფეთქებებს „პემექსისის“ სხვა ქარხნებშიც ჰქონდა ადგილი.
ასეულობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და სკოლები დაიხურა. ვიდეო კადრებში, რომელიც აფეთქების ადგილიდან გავრცელდა, უზარმაზარი ცეცხლი და კვამლი ჩანს. ვერაკრუზის შტატის გუბერნატორის განცხადებით, აფეთქება 10 კილომეტრის მანძილზე იგრძნობოდა.
მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, რადგან არსებობს იმის საფრთხე, რომ მავნე გამონაბოლქვმა ადამიანების მოწამვლა გამოიწვიოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.