ქობულეთში წუხელ ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. გამგეობაში სტიქიის საგანგებო შტაბია შეკრებილი. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.
როგორც guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, გამთენიისას ქარიშხალმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რის გამოც ჩაიხერგა გზები ბუკნარში, გვარასა და აღმაშენებლის გამზირზე.
მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო გამწვანების სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები და სამაშველო ბრიგადები. ოპერატიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ დროისათვის ჩახერგილი გზები გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია.
ძლიერი ქარის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები. ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია 4000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.