საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქალაქ სენაკში თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ნარკოლოგიური შემოწმების ახალი კაბინეტი გახსნა, სადაც ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების არსებობა უახლესი ნარკოტესტებით დადგინდება.
ნარკოლოგიური შემოწმების ახალი სამსახურის გარდა, სენაკში კრიმინალისტთა ჯგუფი იმუშავებს, რომელიც დაქტილოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას ჩაატარებს.
კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები, ერთიან ქსელთან დაკავშირებული სპეციალური სისტემების მეშვეობით, პიროვნების თითის ანაბეჭდებისა და ფოტოსურათის მონაცემთა ბაზასთან შედარება-იდენტიფიცირებას ოპერატიულად განახორციელებენ. კრიმინალისტიკური ჯგუფი ადგილობრივ სამართალდამცავ დანაყოფებს მოემსახურება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, ხობის რაიონული სამმართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების ახალი შენობაც გახსნა. თანამედროვე სტანდარტების პოლიციის შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. ახალ შენობაში ჭალადიდის პოლიციის განყოფილების ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები, უბნის ინსპექტორები და დეტექტივ-გამომძიებლები იმუშავებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.