გიორგი მარგველაშვილმა და ირინა ბოკოვამ UNESCO-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს
21-04-2016, 01:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საფრანგეთშიოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ირინა ბოკოვას შეხვდა.

 

 

შეხვედრისას მხარეებმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროში UNESCO-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

 

ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, გლობალური გამოწვევების გასამკლავებლად - ეთნიკური უმცირესობების, ბავშვებისა და ქალთა უფლებების დაცვის გასაძლიერებლად.

 

 

აღინიშნა, რომ UNESCO-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების საკითხში მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, რომელიც საკვანძო პრიორიტეტების ნუსხაშია.

 

 

საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკა სირაძე-დელონის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დააყენა UNESCO-ს წინაშე, ეს არის UNESCO-ს მისიის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის განხორციელების საკითხი.

 

 

,,სამწუხაროდ, UNESCO-ს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების მდგომარეობის მონიტორინგი ამ დრომდე ვერ ხორციელდება, რადგან UNESCO კონსესუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. საკითხის გადაწყვეტა არ არის მხოლოდ UNESCO-ზე დამოკიდებული. იმისათვის, რომ მისია შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მას სჭირდება ჩვენი მეზობელი ქვეყნის თანხმობა. შეიმჩნევა გარკვეული ძვრები და ჩანს, რომ ეს ორგანიზაცია მონდომებულია. იმედი მაქვს, რომ დავიყოლიებთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას და UNESCO-ს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა”,- განაცხადა ეკა სირაძე-დელონმა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების განათლების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებითაც.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს მადლობა დაგაუხადა 1992 წლიდან UNESCO-ს ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერისათვის.

 

 

თავის მხრივ ირინა ბოკოვამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს UNESCO-ს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი გალაკონცერტის მხარდაჭერისთვის, რომელიც ბათუმის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.

 

 

,,უკვე 20 წელია საქართველოსთან ვთანამშრომლობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. ჩვენ ვისაუბრეთ ძველი ქართული კულტურის მნიშვნელობაზე, ქართული ანბანის, საკათედრო ტაძრების, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შესახებ.

 

 

გავაცანით პრეზიდენტს ,,იუნესკოს" საქმიანობა განათლების მიმართულებით. განვიხილეთ უმაღლესი განათლების დიპლომების ორმხრივი აღიარებისა და განათლების მიმართ ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის საკითხები. ყველა ამ სფეროში ვფიქრობ, რომ ორმხრივი თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს",- განაცხადა ირინა ბოკოვამ.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს საჩუქრად ახ. წ. აღ. I-III საუკუნეებში რაჭაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ჭვირული ბალთის ასლი გადასცა.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრები-პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი