საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პარიზში ინვალიდების სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტს სასახლის ეზოს შესასვლელთან საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა სახელწიფო მდივანი, არლემ დეზირი და საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერლის მოადგილე, პიერ გრეგო დახვდნენ. ინვალიდების სასახლის ეზოში საფრანგეთის რესპუბლიკის გვარდიის სასულე ორკესტრმა საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო საფრანგეთის დროშას.
დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.