გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
04-07-2014, 00:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 


გიორგი მარგველაშვილმა მილოცვის წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას და ვიცე პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს გაუგზავნა.

 

 

"მის აღმატებულებას ბატონ ბარაქ ობამას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 238-ე წლისთავს. ვულოცავთ ამერიკელ ხალხს ამ დღესასწაულს და მადლობას ვუხდით საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი განუსაზღვრელი წვლილისა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის. იმედს გამოვთქვამ, რომ საერთო პრინციპებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება მომავალში. ბატონო პრეზიდენტო, მსურს მოგიწვიოთ საქართველოში ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, რათა უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები. ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული და გისურვოთ თქვენ და ამერიკელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემის დადასტურება", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი