"მიცუბიში მოტორსის" ოფისზე რეიდი განხორციელდა - "მიცუბიშიმ" აღიარა, რომ 600 000-ზე მეტ ავტომანქანაში საწვავის ეკონომიის მონაცემების ფალსიფიკაცია მოახდინა
21-04-2016, 02:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იაპონიის ოფიციოზმა "მიცუბიში მოტორსის" ოფისზე რეიდი განახორციელა მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა რომ ავტომანქანების მწარმოებელმა კომპანიამ საწვავის ეკონომიის მონაცემების ფალსიფიკაცია მოახდინა.


ოფიციალურმა სტრუქტურებმა ცენტრალური იაპონიის ქალაქ ოკაზაკიში კომპანიის ქარხანა გაჩხრიკეს.


"მიცუბიშიმ" აღიარა, რომ კომპანიის თანამშრომლებმა 600 000-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაში მილაჟის (კილომეტრაჟის) მონაცემები შეცვალეს.


მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი ამ საქმეს ეპყრობიან, როგორც "უაღრესად სერიოზულ შემთხვევას" და მათ ბრძანება გასცეს კომპანიის მიმართ, რომ 27 აპრილამდე წარმოადგინონ სრული ანგარიში.


ოფისი, რომელზეც რეიდი განხორციელდა, კომპანიის მეორე ყველაზე დიდი ქარხანაა იაპონიაში.


JPMorgan -ის ავტო ანალიტიკოსმა აკირა კიშიმოტომ "როიტერსს" განუცხადა, რომ მისი შეფასებით ფალსიფიკაცია "მიცუბიშის" 50 მილიარდ იენზე (450 მილიონი აშშ დოლარი) მეტი შეიძლება დაუჯდეს და მასში მოცული იქნება  მომხმარებლის ხარჯების ანაზღაურება, ფალსიფიცირებული ნაწილების შეცვლა და "ნისანისთვის" კომპენსაციის გადახდა.

 

"მიცუბიში" წლების განმავლობაში ცდილობდა მომხმარებლის ნდობის აღდგენას მას შემდეგ რაც 21-ე საუკუნის დასაწყისში მუხრუჭებთან და საწვავის ავზებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი