რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ხურჩაში 12 პირი დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "რუსთავი-2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანებიც, რომლებიც სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავების ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.