არ შეიძლება არც ჟურნალისტებმა, არც ოპოზიციამ, არც ხელისუფლებამ დემოგოგია წაახალისონ, ეს ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს, - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ცდოში მოსახლეობის პროტესტს.
"როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში ”ნაციონალები” ”აბუნტებენ” კონკრეტულ ადამიანებს, ეუბნებიან, რომ აგერ, ეს გზა ჩაკეტეთ იმიტომ, რომ ეკლესიამდე გზა არ უნდა გაკეთდეს. ან გადაკეტეთ და კვადრატულ მეტრში 10 დოლარი მოითხოვეთ, მაშინ როცა სამიც არ ღირს. ძალიან ხშირად ეს შემთხვევებია. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვისაუბრო, რადგან არ ვარ დეტალურად საქმის კურსში, მაგრამ თუ ჟურნალისტებიც მიაქცევთ ამას ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება. ალბათ, გახსოვთ, რომ კახეთში გზები იკეტებოდა კონკრეტული ადამიანების, ანგაჟირებული მოსახლეობის ნაწილის მიერ. მერე აღმოჩნდა, რომ ვინც ამ ანგაჟირებას ახორციელებდა, მას საერთოდ ვენახიც და ვაზიც არ ჰქონია დარგული. ეს, სხვათა შორის, ჟურნალისტებმა აწიეს და მადლობა მათ, მაგრამ მერე, როგორც წესი, ეს მიმართულება არ გაავრცელეს" - განაცხადა ჯავახიშვილმა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი ცდოში მოსახელეობა სოფლის შუაგულში 220-მეგავატიანი სიმძლავრის სადენების გაყვანას აპროტესტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.