საქართველო არის ღმერთის საჩუქარი და წილხვედრი ქვეყანა და მე მოუთმენლად ველოდები, რომ საქართველო და კორეის რესპუბლიკა იმუშავებენ ერთად, - განაცხადა საქართველოში ვიზიტად მყოფმა, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ჩუნგ უი ჰვას და კიმ ნამ ჰემ.
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიპყრობს მთელი მსოფლიოს ყურადღებას და სამაგალითო ქვეყანა გახდება. ასევე, დააფიქსირა კორეის რესპუბლიკის მზადყოფნა, საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს და გამოცდილება გაუზიაროს.
„კორეამ ძალიან მოკლე პერიოდში მიაღწია ინდუსტრიულ განვითარებას. ამ განვითარებას კორეამ მიაღწია სხვა ქვეყნების დახმარებით და ჩვენც შევეცდებით, სხვებსაც გავუნაწილოთ ეს დახმარება“, - განაცხადა ჩუნგ უი ჰვას და კიმ ნამ ჰემ.
მან ასევე ისაუბრა დავით უსუფაშვილზე და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.
„ჩვენ ვხედავთ, რა კარგად უძღვება იგი თავის საქმეს და დარწმუნებული ვარ, ასეთი ადამიანების მეშვეობით, საქართველოს ნათელი მომავალი ექნება“, - განაცხადა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.