„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ არც ერთ სხვა პარტიასთან მოლაპარაკებები ან დისკუსია არ აქვს, მისივე თქმით, პარტიის სიის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია და პარტიაში ჯერ კონსულტაციები ამაზე არ დაწყებულა.
„დღეს ვისაუბრებთ თუ როგორ ხედავენ ჩვენი პარტიის წევრები „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციონირებას, ვისაუბრებთ მათ ხედვაზე, თუ როგორც ხედავენ თუნდაც იმ გზავნილებს, რომლითაც ჩვენ გვინდა ამომრჩეველს ვესაუბროთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა სენაკში პარტიის 25 წევრის გადაწყვეტილებას, რომლებმაც „რესპუბლიკური პარტია“ დატოვეს.
ხათუნა სამნიძის თქმით, მას აქვს ყველა ამ ადამიანის განცხადება ნანახი, სადაც წერია, რომ მათზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა.
„არც სენაკში და არც სხვაგან არანაირი სიტუაცია არ არის დაძაბული. იქ არის ჩვეულებრივი პროცესი. ორგანიზაციიდან წევრები მიდიან და ასევე ორგანიზაციაში შემოდიან სხვადასხვა ადამიანები. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როგორც სხვა ორგანიზაციებში ხდება, ორგანიზებულად რაიმე ერთი კონკრეტული მიზნის გამო 25 წევრი არ წასულა პარტიიდან, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ აგრძელებს მუშაობას, სენაკში „რესპუბლიკურ პარტიას“ საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს, 150 წევრისგან შედგება ის და ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას. მე მაქვს 25-ვე წევრის განცხადება, სადაც ისინი ამბობენ, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ეს იყო მათი პირადი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.