საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაშია ნათქვამი, ამერიკელმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი.
"ვულოცავ ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკელმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი. ეს ის ღირებულებებია, რომლებმაც თქვენი ქვეყანა ყველასათვის მიმზიდველი გახადა. თქვენ მუდამ იცავთ ამ ღირებულებებს და მათ სხვა ერებსაც უზიარებთ.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი მოკავშირე და უახლოესი პარტნიორია, რადგან ჩვენი ქვეყნების მეგობრობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.
ჩვენ ვაფასებთ ამერიკის მიერ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და მადლობას გიხდით საქართველოს ისტორიის ურთულეს მომენტებში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში, ისე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს სახით თქვენ გყავთ საიმედო და ერთგული პარტნიორი. მჯერა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.