დავით უსუფაშვილი - კორეის მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში უკვე დაიწყო
21-04-2016, 03:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ საზღვრებიდან ორივე ქვეყანას, საქართველოს და კორეას საფრთხე ემუქრება. ორივე ქვეყანას - საქართველოს და კორეის რესპუბლიკას - გვაქვს სერიოზული პრობლემები ჩრდილოეთ საზღვრებიდან. ჩვენ ვხედავთ იმ შემაშფოთებელ განვითარებას, რაც ჩრდილოეთ კორეის აგრესიული მოქმედებების შედეგად იმ რეგიონში ხდება და სოლიდარული ვართ კორეელი ხალხის მიმართ, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

„მოგეხსენებათ, კორეა არის აზიის #4 სახელმწიფო ეკონომიკის სიძლიერით და მნიშვნელოვანი გლობალური მოთამაშე ძალიან ბევრი მიმართულებით და მოხარული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება პოლიტიკური ურთიერთგაგების დონეზე. ჩვენ, ორივე ქვეყანა მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის ვიბრძვით. ჩვენ ორივე ქვეყანას გვაქვს სერიოზული პრობლები ჩრდილოეთ საზღვრებიდან და ვხედავთ იმ შემაშფოთებელ განვითარებას, რაც ჩრდილოეთ კორეის აგრესიული მოქმედებების შედეგად იმ რეგიონში ხდება. ჩვენ ვართ სოლიდარული კორეელი ხალხის ამ პრობლემების გადაწყვეტაში. ასევე, კორეა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდამჭერი და საერთაშორისო დონეზე ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ როგორც ცნობილია, უკვე დაიწყო კორეის მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში, ასევე, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მძიმე მრეწველობის მიმართულებით. უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა კულტურულ ურთიერთობებსაც და აღნიშნა, რომ „ამ ყველაფერში საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი ფლაგმანი იქნება“.

 

დღესვე, დავით უსუფაშვილმა და ჩუნგ უი ჰვას და კიმ ნამ ჰემ საქართველოს პარლამენტსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი