ელისო ჩაფიძე წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას სამომავლო გეგმებს აცნობს. დეპუტატმა განაცხადა, რომ თუკი პოლიტიკაში დარჩენას გადაწყვეტს, საკუთარ თავს ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად ხედავს. დღესვე ჩაფიძემ განაცხადა, რომ პარტიას არასოდეს შეიცვლის.
„მე გახლავართ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, შესაბამისად მზად ვარ ვიმუშაო და ვაკეთო ჩემი საქმე იქ, სადაც პარტიის ინტერესები მოითხოვს. თუკი ჩემი პირადი დამოკიდებულება გაინტერესებთ, მე არ ვიბრძვი არც საარჩევნო სიის პირველ ათეულში მოსახვედრად და არც ჩემი კოლეგებისთვის რაიმე ტიპის კონკურენციის გასაწევად. ყველაზე მეტად ეს მიუღებელია ჩემი ხასიათისა და ბუნებისთვის. საკუთარი თავი უფრო კარგად მაქვს წარმოდგენილი, კარგად ვიცნობ ჩემი რაიონის მოსახლეობის პრობლემებს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, ამიტომ თუკი გადავწყვეტ საბოლოოდ პოლიტიკაში დარჩენას, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი წარმომიდგენია ისევ ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად და არა იმ ადამიანად, რომელიც საარჩევნო სიით ეცდება პარლამენტში შესვლას“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ამასთან, დეპუტატმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შესაძლოა მინისტრების ნაწილს, მაგალითად კახი კალაძეს და დავით სერგეენკოს პოსტების დატოვება და საარჩევნო სიაში მოხვედრა შესთავაზონ. ელისო ჩაფიძის თქმით, ის მიესალმება „ისეთი დიდი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანების“ ყოფნას ”ქართული ოცნების” სიაში, როგორიც არის კახი კალაძე და დავით სერგეენკო.
ამასთან, დეპუტატი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია არჩევნებამდე 40 დღით ადრე დაიდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.