„აუდიტორია 115“ წარმომადგენლები დარეჯან თვალთვაძის წინააღმდეგ გამოდიან და თავიანთ პოზიციას საჯაროდ აფიქსირებენ, კერძოდ, მათ არ სურთ რომ თვალთვაძემ რექტორის თანამდებობაზე კენჭი იყაროს.
”აუდიტირია 115”-ის წევრის ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, დარეჯან თვალთვაძე წარმოადგენს სისტემას, რომელიც მათ ებრძვის.
„ეს წელი უნივერსიტეტისთვის მძიმედ გასახსენებელია, რადგან სწორედ ამ წელს სასწავლებელში ქირურგიული ჩარევა, პოლიციის შემოსვლა განხორციელდა და ბევრი ადამიანი უნივერსიტეტიდან გაყარეს. სწორედ დარეჯან თვალთვაძეს, რომელიც 2006 წლიდან უნივერსიტეტში ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი იყო, ეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერ კარგსა და ცუდზე, რაც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფაკულტეტზე მოხდა. იგი წარმოადგენს სისტემას, რომელიც ჩვენ გვებრძვის“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.