"ჩვენ, ჩვენი არჩევანი უკვე გავაკეთეთ. ჩვენ გამოვიარეთ დიდი გზა, თავისუფალი და ერთიანი ევროპისაკენ მიმავალ გზაზე," აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
”დღეს მე აქ ვარ, მინდა გამოვიდე თქვენს წინაშე და დავაფიქსირო საქართველოს პოზიცია. დღესდღეობით, როცა ეჭვქვეშ დგას საზოგადო პოზიციები, საქართველომ უკვე გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი. ჩვენ, ჩვენი არჩევანი უკვე გავაკეთეთ. ჩვენ გამოვიარეთ დიდი გზა, თავისუფალი და ერთიანი ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. 1999 წლის აპრილში საქართველო გახდა ევროსაჭოს წევრი. რამდენიმე დაწესებულება, რომელიც გამოხატავს ევროპის ერიანობას და თავისუფლებას, მათგან ერთ-ერთი არის ევროპის საბჭო. მთელ რიგ ორგანიზაციებში გაწევრიანებით საქართველო გახდა ევროპული ქვეყნების ნაწილი. ეს ეროვნული სტარტეგიის შესაბამისად განხორციელდა, თუმცა იმავდროულად ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიულ ფესვებს და ვაძლიერებთ ცალკეულ მოქალაქეებს," განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის სესიაზე გამოსვლის თარგმანს ტელეკომპანია ”იმედი” ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.