ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლის შედეგებიც რასაკვირველია, პროგნოზირებადი არ უნდა იყოს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
”ჩვენ მივდივართ წინ, მიუხედავად გარკვეული გარე თუ შიდა პრობლემებისა. 2012 წლამდე ხდებოდა რეჟიმების შეცვლა საქართველოში, მაგრამ არა არჩევნების გზით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2012 წელს ქართველმა ხალხმა მიაღწია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რაც გაუტოლდა რეჟიმის ცვლილებას. 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალი ქარჩევნები, თანასწორ გარემოში, ადგილობრივი და საპრეზიდენტო. წელს კი ამას შეავსებს საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომლიც შედეგებიც რასაკვირველია პროგნოზირებადი არ უნდა იყოს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს სჭირდება არჩევნები, სადაც არ ხდება ცენზურა ახალ ამბებზე და სადაც თითოეულ კანდიდატისთვის ხმის მიცემის საკითხს ადამიანებს ვიღაც არ უბრძანებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ელოდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელებას ორი მიზეზის გამო - პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისს ყოველთვის მათი იმედი გვქონდა ამ მიმართულებით და მეორე, არჩევნები, რომელიც 2016 წელს გაიმართება, უნდა იყოს გამჭვირვალე, თანაბარ გარემოში წარმართული.
”ჩვენ გვსურს, რომ თქვენც აღიაროთ ის შედეგები, იმის მიუხედავად, რა იქნება ის”, - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.