ასოციაცია ,,თანადგომა თანასწორობისთვის" 23 აპრილს, 16:00 სთ-ზე, მართავს შშმ პირების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრას ურთიერთანამშრომლობის ფორმის გამოსანახავად და სამომავლო მიზნების განსასაზღვრად (მის: თბილისი, შარტავას 35/37). ასოციაცია ამ ეტაპზე ძირითად მიმართულებად ისახავს შშმ პირების დასაქმებას. ორგანიზაციის ძირითად მიზნებს წარმოადგენს შშმ პირთა სოციალური ადაპტაცია და ინტეგრაცია, მათი უფლებების დაცვა.
შემდგომში ასოციაცია ჩაატარებს შშმ პირების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად ,,თანადგომა თანასწორობისთვის“ გამოფენს არასამთავრობო ორგანიზაციების ბენეფიციართა შემოქმედებით ნამუშევრებს. ასევე, ასოციაციის თანამშრომლები აქტიურად ეძებენ წერის ნიჭით დაჯილდოვებულ შშმ პირებს, მათი თხზულებებისა და ლექსების პუბლიკაციისთვის.
,,თანადგომა თანასწორობისთვის" უფასო ესპანურის კურსს სთავაზობს შშმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს. ამასთანავე, ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს ყოველთვიურად შშმ პირთა შემოქმედებითი საღამოების ორგანიზება მოაწყოს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების ბაზარზე - არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთანმშრომლობითა და ერთობლივი ძალებით კი წარმატების მიღწევა მარტივია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.