ჩვენ ვართ პირველი მთავრობა დამოუკიდებლობის შემდეგ, რომლისაც არ ეშინიათ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ საქართველო აღარაა ქვეყანა, რომელიც "უკანონოდ ყრის ადამიანებს ციხეებში, რაც ხდებოდა რამდენიმე წლის წინათ."
მისივე განცხადებით, საქართველო იყო ქვეყანა, რომელსაც გააჩნდა პატიმრების ყველაზე მაღალი რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში.
”ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც ჯიბეში გიყოფს ხელს და გართმევს, რომელსაც ახლობლებზე მიაქვს იერიში. ჩვენ ვართ ქვეყანა და ისეთი ხალხი, რომელსაც ღრმად, გულში გვიდევს ქართველობა. საპროცესო გარიგება უკვე აღარ მუშაობს როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ემსახურება სამართალს და არა ხელისუფლებას. პოტენციური სისტემა არ გახლავთ მასობრივი ტერორისა და შურისძიების ნაწილი. ჩვენ მივაღწიეთ განვითარების უმაღლეს დონეს? - რა თქმა უნდა - არა. ასეთი არც არავინ გახლავთ ევროპაში. ჩვენ უტოპისტები არ ვართ, მაგრამ წინსვლა, და თუ ამას უტოპიას უწოდებთ, იმ ქვეყნის ფილოსოფიის ცენტრშია, რომელმაც შვა ღვინო და რომელსაც გააჩნია ათასობით წლის ისტორია”, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ 2016 წლის სამოქმედო გეგმა, შეთანხმებული საქართველოს და ევროსაბჭოს შორის აკეთებს აქცენტირებას პენიტენციურ და სასამართლო რეფორმირებაზე.
კვირიკაშვილის თქმით, 2013 წლიდან დღემდე ჩატარდა სამი რეფორმის ტალღა, სასამართლო პროცესების გამჭვირვალობა გამყარდა, რათა თანაბარი სათამაშო პირობები შეიქმნას.
”ჩვენ ვართ პირველი მთავრობა დამოუკიდებლობის შემდეგ, რომლისაც არ ეშინიათ და ეს გახლავთ ის მიღწევა, რომლითაც ალბათ ყველაზე მეტად ვამაყობთ, სირცხვილს ვგრძნობთ, რომ კანონის უზენაესობა ვერ ფარავს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მიზნებს, როგორც შეგვიძლია და სადაც შეგვიძლია”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის სესიაზე გამოსვლის თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.