გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ძალისხმევა, მოხდეს მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, ვერ იქნება საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე
21-04-2016, 06:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეშფოთებული ვართ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმებით, ჩატარდეს რეფერენდუმი რუსეთთან გაერთიანების საკითხზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

 

”როგორც ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას, ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანის უფლებათა დარღვევისა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც გავლენა მოახდინა კონფლიქტმა, ეს გახლავთ ე.წ. ბორდერიზაცია. ეს არის ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რომელიც აღმართულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ყოფს ოჯახებს, სერიოზულ გავლენას ახდენს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობენ, მათ წართმეული აქვთ ფუნდამენტური თავისუფლებები და უფლებები - გადაადგილების თავისუფლება, ქონების ფლობის უფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა უფლებები.

 

 

ჩვენი ძალისხმევა, მოხდეს მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციას, ნამდვილად ვერ იქნება სრული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი